კლუბები

კლუბის არჩევა შეუძლიათ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. კლუბური

საათის უდიდესი ნაწილი ეთმობა სიმღერების შესწავლას.

კლუბის ფარგლებში ხდება მომიჯნავე სფეროების ინტეგრირება, რომლებიც ხელს უწყობს  ხელოვნების კომპლექსური ერთიანობის განცდის შექმნას. აღნიშნული რწმენის გამო კლუბის ფარგლებში მცირე დოზით ხდება ხატვისა და თეატრალური ხელოვნების ჩართვა (როლური თამაშებითა და სხვადასხვა აქტივობებით).

კლუბისთვის განკუთვნილი დროის გარკვეული ნაწილი ეთმობა მუსიკის მოსმენას, მოსმენილის გააზრებასა და აზრის გამოხატვას. მუსიკის მოსმენის შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს ბავშვები გამოხატავენ ნახატით, პანტომიმით, მოძრაობით, სიტყვიერად.