-
სწავლა იწყება 9 საათზე და სრულდება 5 სათზე.
-
კლასში მაქსიმუმ 16 მოსწავლეა.
-
მოსწავლეებს ყოველდღე აქვთ გამოყოფილი გარკვეული დრო დამრიგებლების მეთვალყურეობის ქვეშ დავალებების მომზადებისთვის. ამასგარდა, სკოლა დამატებითი სერვისის სახით,მშობლებს სთავაზობს 18:30-მდე კოორდინატორთან ერთად მუშაობას ან დამატებითი კლუბური საათით სარგებლობას.
-
სკოლას ემსახურება მინი-ავტობუსები.
-
სწავლის წლიური საფასური I-დან XII კლასამდე შეადგენს 7800 ლარს.
-
სპორტული და შემოქმედებითი კლუბები და ორჯერადი კვება – VI კლასის ჩათვლით. VII კლასიდან კვება ფასიანია.
-
საფასურში შედის შემოქმედებითი და სპორტული კლუბების მომსახურებაც, კვირაში 4 საათის დატვირთვით. კლუბების ჩამონათვალი იხილეთ სკოლის ვებგვერდზე, სასწავლო პროგრამის მენიუში.
-
სკოლას აქვს ღია ჩუგბურთისა და შიდა კალათბურთის მოედანი.
-
სკოლაში I კლასიდან XII კლასის ჩათვლით ისწავლება ინგლისური ენა. IVკლასში არჩევანის სახით II დამატებითი ენა შემოდის. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, აირჩიოს გერმანული, ფრანგული, რუსული, ან ჩინური.
-
სკოლაში ფუნქციონირებს “Millennium Kindergarten”-ი, დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ბაღის ადმინისტრაციას; 577402583.